კოჯორში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ცერემონია გაიმართა
კოჯორში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. მოსწავლეებს საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ. ჯარის ბანაკში რვა როტაციის ფარგლებში, მე-10 და მე-11 კლასების 2000 ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. სკოლის მოსწავლეებმა, სერჟანტების დახმარებით, ძირითად სამხედრო დისციპლინებში თეორიული და პრაქტიკული მომზადება გაიარეს. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გამართულ ღონისძიებას თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.