საბერძნეთი ხანძარს ებრძვის
საბერძნეთში ტყის ხანძრებს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 1 ადამიანი. მასშტაბურმა სტიქიამ, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქის გარშემო მძვინვარებს, გადაწვა ათობით საცხოვრებელი სახლი, რამდენიმე საწარმო და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. მეხანძრეებმა ათენის გარეუბნებში ცეცხლის სწრაფად გავრცელება შეაჩერეს, თუმცა ათობით ლოკალურ კერას კვლავ ებრძვიან. საბერძნეთს ხანძრების ჩაქრობაში ეხმარებიან: იტალია, თურქეთი, საფრანგეთი და ჩეხეთი.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები