უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის გაუგებარია, თუ რას ემსახურება 12 აგვისტოს,"ნაცმოძრაობის" წარმომადგენელთა მისვლა გმირების მემორიალთან
უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის გაუგებარია, თუ რას ემსახურება 12 აგვისტოს,"ნაცმოძრაობის" წარმომადგენელთა მისვლა გმირების მემორიალთან. რომან ზოიძის ძმა ვარაუდობს, რომ ყოფილი ხელისუფლებისთვის ცარიელ მემორიალთან დგომა კომფორტულია. დაღუპული მებრძოლების ახლობლებისთვის ტრაგედიის თარიღით მანიპულირება მიუღებელია.