„რუსეთიც უყვართ ძალიან.“ - ეს კომენტარი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრს გია ჭანტურიას ეკუთვნის კომენტარის ადრესატები კი ყაზბეგის მაცხოვრებლები არიან
„რუსეთიც უყვართ ძალიან.“ - ეს კომენტარი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრს გია ჭანტურიას ეკუთვნის კომენტარის ადრესატები კი ყაზბეგის მაცხოვრებლები არიან. ნაცმოძრაობის გაღიზიანება, ყაზბეგელების პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვია. ჭანტურიას შეურაცხმყოფელ გზავნილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა , ბაკურ ავსაჯანიშვილმა სოციალურ ქსელში უპასუხა და დაწერა, რომ რადიკალებს არა მარტო ყაზბეგელები, არამედ მთელი ქვეყანა ეზიზღებათ.