ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის ვიზიტი საქართველოში გრძელდება
ამ წუთებში ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ხვდება. საუბრის დეტალები სავარაუდოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. დღესვე დაგეგმილია შაჰინის შეხვედრა პრემიერ მინისტრთან.
