დეზინფორმაცია ივანიშვილზე
უნიათო სენსაცია - ასე ეხმაურებიან მმართველი გუნდის წევრები „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის შინაარსს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, დეზინფორმაციაზეა აგებული. ქართული ოცნების წევრები, ნაციონალურ მოძრაობას მათივე წარსულს ახსენებენ. თუ როგორ ნიშნავდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებს მაღალ თანამდებობებზე. პუბლიკაციასთან დაკავშირებით გუშინ პარტიის პრეს სამსახურმაც გაავრცელა განცხადება. სადაც აღნიშნულია, რომ 1998 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია. აქვე, არც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის არც ერთი წევრი რუსეთის ფედერაციაში ბოლო 20 წლის განმავლობაში არ გამგზავრებულან.