რადიკალური ოპოზიციის ტრენინგები
რადიკალური ოპოზიციის ტრენინგები. საგურამოში ლიბერალური აკადემია ლექცია-სემინარები დაიწყო, რომელსაც ნიკა გვარამიას პარტია „ახლის“, ელენე ხოშტარიას „დროას“ და „გირჩი - ზურა ჯაფარიძის“ წარმომადგენლები ატარებენ. ტრენინგების თემატიკა მოიცავს წინასაარჩევნო გარემოს, პოლიტიკურ იდეოლოგიებს. მონაწილეებს შორის არის პოლიციელზე თავდასხმისთვის გასამართლებული ლაზარე გრიგორიადისის დედა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა ტრენინგები ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ისახავს მიზნად.