მზადება ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც საქართველო 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს, დაბა ბაკურიანში ეწყობა ბიათლონისა და თხილამურებით რბოლის მოედანი და 3კმ სიგრძის ტრასა. თბილისში კი, შენდება ყინულის სასახლე, რომლის უმაღლესი დონის ტექნიკური სავარჯიშო სტადიონი მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს. ორივე პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.