ნანი ბრეგვაძის არქივი
ნანი ბრეგვაძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ოჯახში დაცული აუდიო, ფოტო და წერილობითი მასალა გადასცა. დოკუმენტებს შორის არის მაგნიტურ ფირებზე, გრამფირფიტებსა და აუდიოკასეტებზე სხვადასხვა დროს ჩაწერილი რომანსები და საესტრადო სიმღერები, ასევე საკონცერტო აფიშები, პროგრამები, წერილები და სხვა დოკუმენტები. საარქივო წესით დამუშავების შემდეგ ნანი ბრეგვაძის საოჯახო არქივის მასალა დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები