აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - საქართველო იხსენებს გმირებს, რომლებმაც სამშობლოს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. საქართველო იხსენებს გმირებს, რომლებმაც სამშობლოს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივს მიაგებენ რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპულ მეომრებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა. სამხედროების თავგანწირვაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ. მეგი ნარსავიძეა პირდაპირ ეთერში. მეგი, გისმენთ.
