ლუგარი ზეწოლის იარაღად
გამჭვირვალობის კანონის მიზეზით შეჩერებულ ამერიკულ დახმარებათა შორის, ლუგარის ლაბორატორიისთვის განკუთვნილი თანხაც მოხვდა. საელჩოს ბუნდოვან განმარტებაში, ქართველი ხალხის უწყვეტი მხარდაჭერის შესახებ ვკითხულობთ, თუმცა, საინტერესოა, რამდენად ჯდება ამ გზავნილში ჯანდაცვის დაწესებულების შერჩევა? უცნაურია ისიც, რომ ვაშინგტონი იმ ცენტრის დახმარებას ამცირებს, რომელიც მოსკოვს ყოველთვის განსაკუთრებულად აღიზიანებდა. ლუგარის ფუნქციონირებას რომ საფრთხე არ ემუქრება, ამას კი ის ფაქტიც ადასტურებს, რომ როგორც ცენტრის, ისე ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას 2018 წლიდან, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, ცენტრი მის სრულ საკუთრებაშია. ვის სჯის ვაშინგტონი?
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები