ნოვაკ ჯოკოვიჩი ოლიმპიური ჩემპიონია
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მამაკაცთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. ლეგენდარულმა სერბმა ესპანელ კარლოს ალკარასს ორ სეტში, 7:6, 7:6 მოუგო. ფინალი დრამატული და სანახაობრივი გამოვიდა. შედეგად, 37 წლის სერბი ჩოგბურთელი თავის კარიერაში ოლიმპიური ჩემპიონი პირველად გახდა.