დონალდ ტრამპი ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთთან პატიმრების გაცვლის გარიგების გამო აკრიტიკებს
დონალდ ტრამპი ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთთან პატიმრების გაცვლის გარიგების გამო აკრიტიკებს. განცხადება მან ჯორჯიის შტატის ამომრჩევლებთან შეხვედრისას გააკეთა. რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვთან ცუდი გარიგება დადო, რომელიც ხელს მხოლოდ პუტინს აძლევდა. 30-მდე პატიმარი შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა 1-ელ აგვისტოს გაცვალეს.