პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ვატიკანიც აკრიტიკებს
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ვატიკანიც აკრიტიკებს. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც გვიან ღამით ფრანგულ ენაზე გავრცელდა, ნათქვამია, რომ ვატიკანი ცერემონიაზე წარმოდგენილი ზოგიერთი სცენით დამწუხრებულია და უერთდება ყველა იმ ადამიანის ხმას, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო იმედგაცრუებული დარჩა. ვატიკანის განცხადებით, ასეთ პრესტიჟულ ღონისძიებებზე, რომლებზეც მსოფლიო საერთო ღირებულებების გარშემო ერთიანდება, ადამიანთა რელიგიურ შეხედულებებს არ უნდა დასცინოდნენ.