ჩილე წყალდიდობას ებრძვის
წყალდიდობას ებრძვის ჩილეც. ძლიერი ციკლონი ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილს დაატყდა თავს და სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გადაუღებელი წვიმის გამო კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები. დატბორილია საცხოვრებელი სახლები. მოვარდნილმა წყალმა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები წააქცია. წყალდიდობის საფრთხეა ქვეყნის დედაქალაქშიც.