ქვეყანაში დაცული თანასწორუფლებიანობა
საქართველო საერთაშორისო რეიტინგში კიდევ ერთი კრიტერიუმით დაწინაურდა. ამჯერად თანასწორუფლებიანობის ინდექსზე ვისაუბრებთ. მონაცემები გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელ ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნებას” ეკუთვნის. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.