სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ბაზაზე საჩვენებელ-საწვრთნელი ღონისძიება ჩატარდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 9 წლის აღსანიშნავად სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ბაზაზე საჩვენებელ-საწვრთნელი ღონისძიება ჩატარდა. გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. გრიგოლ ლილუაშვილმა მებრძოლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. პატივი მიაგეს სამშობლოსათვის გმირულად დაღუპულ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მებრძოლთა ხსოვნას. საჩვენებელ სწავლებაზე წარმოდგენილი იყო სპეცტექნიკა, სპეციალური საბრძოლო სატრანსპორტო საშუალებები, ასევე ვერტმფრენი. შესრულდა კონტრტერორისული ღონისძიებების სხვადასხვა ოპერაცია. გრიგოლ ლილუაშვილმა მებრძოლები დააჯილდოვა სამკერდე ნიშნით „ღირსეული სამსახურისთვის“