პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა
პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა. აეროპორტში მას გულშემატკივრები დახვდნენ. ბაზაძემ მედიასთან ოლიმპიადაზე ჩატარებული ასპარეზობა შეაფასა და მსაჯის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილება უსამართლო იყო, თუმცა დანებებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც 27 ივლისს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოდიოდა, მერვედფინალში, მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით, ეგვიპტელ ამერთან 14:15 დამარცხდა.