28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა
28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა ახალციხეში, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, მედიკოსები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. საქართველოში, მოქმედებს ცე ჰეპატიტისა და ბე ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამები. ცე ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა და დღემდე პროგრამაში 88 ათასამდე მოქალაქე ჩაერთო, მკურნალობა დაასრულა 84 ათასამდე პაციენტმა. განკურნების მაჩვენებელი 99%-ია. მიმდინარე წელს ბე ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც დაიწყო, რომელიც ასევე სრულად ფინანსდება.