ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. გიორგი ხუბუა ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს განათლების მინისტრმა წარუდგინა. შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა და რექტორმა დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტის განვითარების ზოგადი ხედვა და უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმები გააცნეს. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს უპრეცედენტო ქველმოქმედებისთვის, რაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნისთვის განხორციელდა. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ხუბუას აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს