საქართველოს აღიარებული პროგრესი
რამდენად სცემს პატივს და იცავს სახელმწიფო მშვიდობიანი შეკრების უფლებას? – „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 50-ეა, 2012 წლის შემდეგ პროგრესით კი, მსოფლიოს საუკეთესო ათეულში, ევროპაში კი პირველია. მონაცემებს გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ აქვეყნებს. ოპოზიცია ამ შედეგებს არც იმჩნევს. ალბათ იმიტომ, რომ შეკრების თავისუფლების მიხედვით, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში საქართველო ყველაზე საშიში ქვეყნების სამეულში შედიოდა რუსეთთან და ბელარუსთან ერთად.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები