სიმართლის დამალვის მცდელობა
რატომ მალევენ ლაშა ჭიღლაძე და მისი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე მეორე მუხლს, რომელიც ტერორიზმის მომზადებას ეხება და რატომ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სასამართლოში გუშინ გამოკითხული ლაშა ჭიღლაძის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე, „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. გუშინ ის აცხადებდა, რომ გამოძიება მხოლოდ ერთი შეთქმულების მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქრონიკამ გაარკვია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ორი მუხლით, ტერორიზმის და შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, ლაშა ტყეშელაძემ, სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. ერთი მუხლის ნარატივს ავითარებდა ოპოზიციური მედიაც. ცნობილია, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია ვაჟა ცეცაძე, ის სოციალურ ქსელში აქტიურად დებს პოსტებს და ისიც მხოლოდ ერთ, 315-ე მუხლზე აპელირებს