საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრებმა ევრო ლიგის ბათუმის საერთაშორისო თასის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრებმა ევრო ლიგის ბათუმის საერთაშორისო თასის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ჩვენი ქვეყნის გუნდმა პირველ შეხვედრაში ლატვიის ეროვნულ გუნდს 6-1 აჯობა. ჰეტ-თრიქი გოჩა მახარაძემ შეასრულა, დუბლი ლევან ფარტენაძის ანგარიშზეა, ხოლო საბოლოო ანგარიში გიორგი ჟორდანიამ დააფიქსირა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 19 ივლისს, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. ბათუმში მიმდინარე ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობს.