საქართველოს ნაკრებმა ტესტ-მატჩში იაპონია დაამარცხა
„ბორჯღალოსნებმა“ შეხვედრა ანგარიშით 25-ით 23 მოიგეს. მატჩის პირველი ტაიმი ქართველების გამარჯვებით 18-ით 13 დასრულდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა დაწინაურება შეძლეს, თუმცა შეხვედრის 73-ე წუთზე გიორგი ჯავახიამ ლელო დადო, ლუკა მატკავამ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და „ბორჯღალოსნებმა“ იაპონელები დაამარცხეს.