მასშტაბური ამნისტია
ამნისტიის მასშტაბური კანონპროექტი მზად არის. შესაბამისად, ცნობილია, ის მუხლები, რასაც მმართველი გუნდის ინიციატივა ეხება, ასევე საჯაროა იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც შეღავათი არ ვრცელდება. პარლამენტი დოკუმენტის პირველი მოსმენით მიღებას რიგგარეშე სესიაზე გეგმავს, თუმცა პროცესი შემოდგომით გაგრძელდება. „ქართული ოცნების“ სურვილია, პროცესში განსხვავებულ აზრს მოუსმინოს, თუმცა ოპოზიციას არც ეს თემა აინტერესებს. რაც შეეხება კანონპროექტის მიზანს - როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პატიმართა რაოდენობის შემცირება და ევროპულ სტანდარტთან დაახლოებაა

სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები