ნაყინის ფესტივალი
ზაფხულის ამ ცხელ დღეებს ყველაზე კარგად ნაყინი აგრილებს. მაგრამ მხოლოდ მათ საყურადღებოდ არაა ორდღიანი ღონისძიება, რომელიც ბოტანიკურ ბაღში იმართება, არამედ მათთვისაც, ვისაც ნაყინი უყვარს განურჩევლად წელიწადის დროისა. თანამედროვე კულინარია ისეთი მრავალფეროვანია, რომ მისი დაუფლება უკვე განსაკუთრებულ ხელოვნების დარგს წარმოადგენს, რომლის ნაწილიც არის ნაყინიც. ადრე, მაგალითად ჩემს ბავშვობაში, ნაყინი ვანილთან ან შოკოლადთან ასოცირდებოდა, ახლა შეგიძლიათ მიირთვათ: ხილის, ღვინის და თქვენ წარმოიდგინეთ შემწვარი ნაყინიც კი. ნუცა ფიჩხნარაშვილი გვიამბობს, რატომ უნდა ვესტუმროთ ამ დღეებში ბოტანიკურ ბაღს.