“ქართული ოცნების” განცხადება
“ქართული ოცნება” “ეუთოს” რეზოლუციაში ჩანაწერს მწვავედ აკრიტიკებს. განცხადებაში წერია, რომ ფორმულირება, რომელიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს ჟენევის მოლაპარაკებებში ბოლო 16 წლის განმავლობაში მიაღწიოს - წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე. მმართველი გუნდი შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფონზეც, რომ ეუთო ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა და შეერთებული შტატები, რომლის წარმომადგენლები შესწორების ავტორები არიან, ჟენევის ფორმატის წევრი და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.