ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. 24 საგამოცდო ცენტრი საქართველოს 12 ქალაქში უკვე მზად არის გამოსაცდელების მისაღებად. წელს გამოდებისთვის 80 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების დაწყებამდე ერთი დღით ადრე საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.