მოიგო თურქეთმა, თუმცა ყველა ქართველი ფეხბურთელების თამაშზე წერს
მოიგო თურქეთმა, თუმცა ყველა ქართველი ფეხბურთელების თამაშზე წერს. საქართველომ მარცხი განიცადა თუმცა თავი გმირულად წარმოაჩინა. დებიუტანტებს თავის მაღლა აწევა მართებთ. მათ ახლა უკვე ნამდვილად იციან, რომ მათი ადგილი ამ სცენაზეა. ნათქვამია უეფას გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში. ვილი სანიოლის გუნდმა დაამტკიცა, რომ მისი ადგილი სწორედ ამ დონის ჩემპიონატზეა _ წერს გამოცემა "ევროსპორტი" და აღნიშნავს, რომ „ქართველების დებიუტი ყველას დიდ ხანს ემახსოვრება. მარცხის მიუხედავად, მათ მრავალრიცხოვანი დამაიმედებელი მომენტი შექმნეს“.