ჰოლანდიელი ინვესტორი ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს
ჰოლანდიელი ინვესტორი ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. საქმე ეხება 2014 წელს მამუკა ხაზარაძის და მისი პარტნიორების მიერ დაარსებულ კომპანიას, იმერეთი გრინერს, რომლის ბიზნეს პროექტისთვის "თიბისი" კაპიტალმა, 2017 წელს ორი მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოსცა , ხოლო ჰოლანდიელმა ინვესტორმა ფასიან ქაღალდებში ოთხასი ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მომჩივანი ამბობს, რომ მას წამგებიანი ბიზნესი შეასყიდვინეს . საჩივარი უკვე განიხილა ეროვნულმა ბანკმა. სებმა საქმეში დარღვევა დაადგინა.