„ოფენ ჯორჯია 2024“
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი სპორტულ კარატეში. შეჯიბრება საქართველოს სპორტული კარატეს ფედერაციის ორგანიზებით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართებოდა. „ოფენ ჯორჯია 2024“-ში 7 ქვეყნის საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის, უკრაინისა და ქუვეითის 650-ზე მეტი, მამაკაცი და ქალი სპორტსმენი მონაწილეობდა. საერთო ჯამში ქართველმა კარატისტებმა 100-ზე მეტი მედალი მოიპოვეს.