ორმაგი სტანდარტი
ორმაგი სტანდარტი და შერჩევითი მიდგომა. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ევრო კომისიის გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, ყველა პირობა შეასრულეს და ახლა მოლაპარაკებები იხსნება. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ საქართველო მოლდოვაზეც და უკანაზეც რეფორმების განხორციელების კუთხით ორივე ქვეყანაზე წინ არის. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში წერდა, რომ ორივე ქვეყანაში კორუფციის სისტემური პრობლემებია. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით მოლდოვაში კორუფცია ფართოდ გავრცელებულია სასამართლო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინული სამხედრო კომპანიის თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს მაღალ ჩინოსნებთან კორუფციული გარიგების დადების შედეგად, 40 მილიონი დოლარი მოიპარეს, რომელიც 100 ათასი ჭურვის შესაძენად იყო განკუთვნილი