ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას
ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ ონკოპაციენტი ბავშვები საზღვარგარეთ მკურნალობას საფრთხე ემუქრება. მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ მკურნალობა ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება და შესაბამისად, კანონს სახელმწიფო პროგრამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ თემაზე „ქრონიკა“ ესპანეთში ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ექიმს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც მათ საჯარო ტენდერით მიმართა.