“ქართული ოცნების” დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში საინფორმაციო სააგენტო „ჯემნიუსის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება
“ქართული ოცნების” დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში საინფორმაციო სააგენტო „ჯემნიუსის“ მიერ გავრცელებულ, მუქარის შემცველ ვიდეომასალას ეხმაურება. საუბარია თბილისში, ერთ-ერთ ხიდზე გაკეთებულ წარწერებზე, რომელიც ძალადობრივ და სიცოცხლისთვის საშიშ მოწოდებებს შეიცავს. ფაქტს და ძალადობრივ მოწოდებებს გმობენ უმრავლესობის დეპუტატები. „ქრონიკამ“ საინფორმაციო სააგენტოს კონკრეტული კითხვებით მიმართა - მათ შორის, რა მიზანს ემსახურებოდა ძალადობრივი შინაარსის ვიდეოს გავრცელება. ამასთან, დაუკავშირდა „ჯემ ნიუსის“ დონორ ორგანიზაციებს - ამერიკის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობას.