ანაკლიის პროექტი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა იწყება. ჩინური კონსორციუმი გამარჯვებულად უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, რადგან ზრდის შუა დერეფნის როლს და ქმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. პორტში დასაქმების შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც ექნებათ. რაც შეეხება მართვის დეტალებსა და ინვესტორის როლს, საქართველოს მთავრობა, სახელმწიფო კომპანიის მეშვეობით, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის 51 პროცენტის მფლობელი იქნება. კერძო პარტნიორის წილი კი 49 პროცენტია, ექსპერტები ტვირთების გაცემასა და მიღებაში ჩინეთის უდიდეს როლს აღნიშნავენ, ოპოზიციამ კი პროექტის მნიშვნელობის დაკნინება ისევ დეზინფორმაციით სცადა, თუმცა ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინური კონსორციუმი სანქცირებული არ არის და არც ყოფილა

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები