სუბსიდირებული ბილეთები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ბილეთები ტიკეტ-ჯიზე იყიდება. ერთი გზის ღირებულება, 195 ევრო იქნება და მისი შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. გარდა ამისა, სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის, ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ნაკრებისთვის პრემიის სახით განკუთვნილი 850 ათასი ლარი გაიზარდა და სამ მილიონ ლარს შეადგენს.