ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა
ვინ ჩაიბარებს საგამოძიებო უწყებას ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მთავარ კითხვად რჩება. “პროკურატურის შესახებ“ კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს შეარჩევს, კენჭისყრის შედეგებით კი ერთს გამოავლენს, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. ვიდრე პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს, მანამდე ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებას დილიდან პოლიტიკოსები აფასებენ.

სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები