სუნაკის განცხადება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაკავებაზე ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას უსარგებლო უწოდა. რიში სუნაკმა განაცხადა, რომ პროკურორ კარიმ ხანის მოთხოვნა „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას ან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ვერ უზრუნველყოფს.