გამჭვირვალობის კანონპროექტი - ვეტოს მოლოდინში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამჭვირვალობის კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხს გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, ვეტოს ფორმატი, კანონზე დამატებითი დისკუსიისთვის გამოიყენოს. ამასთან ერთად მმართველი გუნდი პრეზიდენტის, როგორც ოპოზიციის ლიდერად ჩამოყალიბებაზე საუბრობს და ამ თანამდებობაზე არჩევამდე, მის რეიტინგს ახსენებს