ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადება
სტუდენტების ნაწილის გადაწყვეტილებას, პროტესტის ნინად აუდიტორიებში არ შევიდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებით ეხმიანება. საგანმანათლებლო დაწესებულება აღნიშნავს, რომ არ წყვეტს აკადემიურ თუ სამეცნიერო პროცესს, ლექციებზე დასწრება ან არდასწრება კი სტუდენტების ინდივიდუალური გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობაა.