წითელი პარასკევი - "ქრონიკა" იერუსალიმიდან
დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ტრადიციულად, ვია დოლოროსას გზას მორწმუნეები დილიდან წმინდა მიწაზე ლოცვით და გალობით გადიან. მსვლელობა პილატეს სასახლესთან დაიწყო და გოლგოთასთან დასრულდება. გოლგოთის გზას გადიან საქართველოდან ჩასული მომლოცველები და სასულიერო პირები, სწორედ მათ უნდა ჩამოაბრძანონ მაცხოვრის საფლავიდან გადმოსული ცეცხლი საქართველოში.

სიუჟეტის ავტორი: ვარლამ წიკლაური
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები