ვანდალიზმი და ძალადობრივი ქმედებები აქციაზე
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია. პარლამენტის მიმდებარე ქუჩებსა და ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე , დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეთა აქცია პარლამენტთან, გამთენიისას დასრულდა. მშვიდობიანი პროტესტი დაწყებიდან მალევე ვანდალიზმსა და ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აგრესიულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები - წიწაკის სპრეი , ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაკავებულია ორი ადამიანი - ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა აქციის რვა მონაწილეს, ნაწილი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები