ხმაური იურიდიული კომიტეტის სხდომაზე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია. დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს სამშობლოს გამყიდველი უწოდა და უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ დათმო საქართველოს მოქალაქეობა. საბოლოოდ, დეკანოიძეს დარბაზი დაატოვებინეს.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები