ბათუმობა 2024
ბათუმობა 2024 - ღონისძიებები ზღვისპირა ქალაქში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 27-28 აპრილს გაიხსნება შემეცნებითი და გასართობი სივრცეები და გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი და კონცერტები. საპატიო ბათუმელებს 28 აპრილს დააჯილდოებენ.