გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა
კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო სახალხო განხილვა გრძელდება. კომისიის წევრები ამჯერად ბათუმში იმყოფებიან და ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით მომზადებულ დოკუმენტს მოქალაქეებს აცნობენ. საუბრობენ საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე და ყურადღებას ამახვილებენ პროპაგანდისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთმანეთისგან გამიჯვნაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხით წარიმართება.