პოლონელი ფერმერები გამშვები პუნქტების ბლოკირებას განაგრძობენ
„პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირებას განაგრძობენ“- ამბობს უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი ანდრეი დიმჩენკო. მისივე თქმით, ფერმერთა პროტესტის გამო შეგენი მედიკისა და კრაკოვეც კორჩევის გამშვებ პუნქტებზე ათას 700-ზე მეტი სატვირთო მანქანაა გაჩერებული. უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტს პოლონელი ფერმერები 6 თვეა, აპროტესტებენ.