ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა - სახალხო განხილვა
მმართველი გუნდი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს. კანონპროექტს ჯერ ქუთაისში განიხილავენ. შემდეგ, კი საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, განხილვებს ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში გამართავს.