აქცია რუსთაველის გამზირზე
მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით, აქცია გაიმართა რუსთაველზე. აქციის მონაწილეებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს. ახალგაზრდებთან ერთად რუსთაველზე იყვნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. აქციას შეუერთდა ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც