ზურაბიშვილს გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართეს
ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, საუბარია პოლიციელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე და ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ესწრებოდა ლაზარე გირგორიადისი. განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაცვის მხარე პრეზიდენტისგან გრიგორიადისის შეწყალებას ელოდება. შეწყალების თხოვნით მათ უკვე მიმართეს სალომე ზურაბიშვილს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
