კამპანია გამჭვირვალობის წინააღმდეგ
„ცენზურა და განსხვავებული აზრის დევნა“ - ასე აფასებენ მმართველ გუნდში კამპანიას, რომელიც სოციალურ ქსელებში ე.წ. ქარდებისა და თბილისის ქუჩებში გამოჩენილი პლაკატების გაქრობას ისახავს მიზნად. მათი თქმით , ამგვარი ქმედებებით ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი საზოგადოებამდე სიმართლის მიტანას ხელს უშლიან.